დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო სეზონისთვის სამზადისს იწყებს 02.02.2022 13:08

2 თებერვალს, 12.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში საიუბილეო,  55-ე სეზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და  რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი   წარადგენენ.

 

პრეზენტაციას თეატრის დასი და მას-მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან,  სადაც სრულად იქნება განხილული მიმდინარე სეზონის გეგმები.

 

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო სეზონზე რუსთავის თეატრი 136 ღონისძიებას გამართავს. მათ შორისაა  6 სპექტაკლის პრემიერა. ამ პერიოდში  უნდა დასრულდეს 0 სართულის ტერიტორიის  ე.წ სარდაფის სივრცის - რეაბილიტაცია, სადაც ცოტა ხნის წინ სპექტაკლის ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ პრემიერა გაიმართა. ამავე სივრცეში განთავსდება გარდერობი მაყურებლისთვის.

 

გაიხსნება თეატრის მუზეუმი, რომელიც უკვე მრავალი წელია თეატრს არ აქვს და ის მასალა, რომელიც არქივში უნდა ინახებოდეს დღემდე მოძიების პროცესშია,  უკვე სრული სახით კი განახლებულ მუზეუმში მოიყრის თავს. 

 

საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა - მიუზიკლი ,,კუკარაჩა“ თებერვლის დასაწყისში თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სოსო ნემსაძეა. მალევე პრემიერით გვიმასპინძლებს  კოკო როინიშვილი, რომელიც ო.ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოგვიდგენს. 

 

საიუბილეო სეზონის ფარგლებში,  ზაფხულში რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. საიუბილეო სეზონის მიწურულს თეატრალური კვირეულის ფარგლებში რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან. საიუბილეო სეზონს 30 ნოემბერს დასკვნითი კოსწიუმირებული გალა ღონისძიება დაასრულებს, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟანმინდელი და აწ უკვე ყოფილი დასის წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ