დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ეთერ ლიპარტელიანმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 17.02.2022 21:26

თელ-ავივის გრანდ სლემზე პირველ საშეჯიბრო დღეს, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

ლიპარტელიანმა (57 კგ) იტალიელი მირიამ ბოი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ თაიანე ლემოსს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ფაიზა მოკდარს ვაზარით მოუგო. 

 

ფინალში ეთერი კიდევ ერთ ფრანგ მეტოქეს, პრისცილა გნეტოს შეხვდა, რომელთანაც 3 გაფრთხილების გამო წააგო და საპრიზო მეორე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ მან გასულ წელს თელ-ავივში ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი შედეგი გააუმჯობესა.

 

თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა იასპარეზა, მაგრამ წარუმატებლად, რადგან ყველამ პირველივე შეხვედრა წააგო. ქალთა შორის მარიამ ჯანაშვილი 52 კგ წონითი კატეგორიაში ასპარეზობას კუბელ მელისა მუნიოს ურტადოსთან მარცხით გამოეთიშა.

 

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ყაზახ ბაურჟან ნარბაიევთან განიცადა მარცხი, ხოლო ამავე წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე უზბეკ მირზოჰიდ მაჰამადიონოვთან იპონით დამარცხდა. 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძემ ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან ვერაფერი გააწყო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

 

18 თებერვალს 4 ქართველი ძიუდოისტი გავა ტატამიზე - ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე 73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და ლევან გუგავა (ორივე 81 კგ).

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ