თანამედროვე რეალობაში თანამედროვე ადამიანი საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობს, ხოლო ჩაცმულობა უამრავ რამეს ნიშნავს - ის ხარ, რაც გაცვია. ყველა ინდივიდს სურს, რომ ელეგანტურად, დახვეწილად, მოდურად თუ მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ამიტომაცაა, რომ ადამიანები უდიდეს დროს შოპინგს უთმობენ, როდესაც საათები მაღაზიებში უთავბოლო ბოდიალითა და ხელში მომატებული პარკებით გადის, რაც დღის ბოლოს აუცილებლად აისახება იდეალურად როგორც გარეგნულ მდგომარეობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზეც, რადგან შოპინგი რელაქსის საშუალებას გვაძლევს და ძალიან სახალისოა. მაღაზიაში სიარული ადამიანისთვის უქმეების ერთ-ერთი აუცილებელი და სასიამოვნო ნაწილია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა, ან ჭირდება თუ არა ახალი ტანსაცმელი.
შოპინგი იდეალური მაშინაა, როდესაც სასურველ და გემოვნებიან ტანსაცმელს დაბალ ფასში ვიპოვით, მიუხედავად იმისა, რომ ძებნაში შეიძლება მთელი მოლის რამდენჯერმე შემოვლა მოგვიწიოს. ბრენდები კოლექციებსა თუ პროდუქტებზე ფასდაკლებას როდესაც აცხადებენ, ინფორმაცია მათ ვებ-გვერდებზე უეჭველად ქვეყნდება ხოლმე, ამიტომაც მათ მოლოდინში უამრავი ადამიანი ატარებს დროს სქროლვა-სქროლვაში, რაც შეიძლება ყოველდღიურ რუტინადაც კი იქცეს. ამის მიუხედავად, დემოკრატიულ ფასად შოპინგისთვის საუკეთესო ალტერნატივა აუთლეტ მაღაზიაში შოპინგია, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა უამრავ ქვეყანაში და outlet village Europe უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ფრაზაა.
აუთლეტ მაღაზია გახლავთ ბრენდის ნიშური მაღაზია, სადაც მიმდინარე წლის კოლექცია შეიძლება არ იყოს განთავსებული, რადგან მთელი ადგილი წინა წლის კოლექციას ეკავოს, თანაც საბაზროზე ძალიან დაბალ ფასად. ამის მიზეზი ორია, პირველი ისაა, რომ ბრენდები ხშირად ზედმეტი რაოდენობით უშვებენ სამოსს, რომელიც სეზონზე სრულად არ იყიდება, ბოლოს კი თავის ადგილს აუთლეტ მაღაზიაში პოულობს. მეორე მიზეზი ის პროდუქტია, რომელსაც უმნიშვნელო გარეგნული წუნი აქვს, თუმცა ხარისხი იდეალურია, მთლიანობაში კი საკმაოდ დაბალ ფასში იღება. როგორც წესი, ასეთი დეფექტი შესამჩნევი არც არის.
უცხოეთში აუთლეტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, სადაც მილიონობით ადამიანი მიდის საშოპინგოდ. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იქმნება სხვადასხვა ადგილები, რომლებიც ასეთი ტიპის მაღაზიებს აერთიანებს, მათ შორის კი ყველაზე დიდი, საინტერესო და პოპულარული აუთლეტ სოფლის კონცეფციით მოწყობილი სივრცეა, სადაც უამრავი საერთაშორისო აღიარებული თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიაა განთავსებული და ქმნის ერთიან გასართობ სივრცეს, პატარა სოფელს, მომხმარებელს კი არჩევანის უდიდეს შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოში აუთლეტ მაღაზიები სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული, რომელიც საინტერესო ნებისმიერი ტიპისა თუ სეგმენტის ადამიანისთვისაა, რადგან აქ ყველას შეუძლია აუცილებლად იპოვოს ის, რასაც ეძებს. აუთლეტ სოფლის კონცეფცია საქართველოსთვისა და ქართველი მომხმარებლისთვის იდეალური საშოპინგე ადგილი იქნება, სადაც მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან ერთად ადგილობრივი ბრენდების პროდუქტსაც აღმოაჩინეს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის კონცეფცია საკმაოდ პოპულარულია უცხოეთში, ჩნდება მოლოდინი იმისა, რომ ასეთი ადგილი მოიზიდავს უცხოელ სტუმრებსაც. ფრაზას, Outlets in Tbilisi ყველა ჩამოსული სტუმრის სმარტფონში აუცილებლად შეხვდებით, ამიტომაც აუთლეტ სოფელი ნებისმიერ მომხმარებელს, ადგილობრივსა თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს ევროპა-აზიის გზაგასაყარზე აუთლეტ მაღაზიების ყველაზე დიდ სოფელში იშოპინგონ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge