დღე: 35

ღამე: 22

USD 2.705

EUR 3.0872

11 მარტი ისტორიაში 11.03.2022 13:45

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დღის კალენდარს:

 

1702 წლის 11 მარტს პირველი ინგლისურენოვანი გაზეთი „The Daily Courant“-ი გამოვიდა.


1851 წლის 11 მარტს ვენეციაში პირველად ჯუზეპე ვერდის ოპერა - რიგოლეტოს პრემიერა გაიმართა.

 

1985 წლის 11 მარტს კონსტანტინე ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ მიხაილ გორბაჩოვი  სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა. გორბაჩოვმა მსოფლიო ისტორიაში თავისი კვალი დატოვა „გლასნოსტის“ და „პერესტროიკის“ პოლიტიკით.


1935 წლის 11 მარტს თურქული მოძრაობა წამყვანი პირი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი, იუსუფ აქჩურა გარდაიცვალა.


2004 წლის 11 მარტს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მატარებლის სადგურებზე მომხდარი ერთდროული ტერაქტების შედეგად 191 ადამიანი დაიღუპა, 1800-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორგანიზაცია ალ ქაიდამ აიღო

 

 

2006 წლის 11 მარტს, იუგოსლავიის დაყოფისა და სამოქალაქო ომის პერიოდში, რომლის დროსაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დაიღუპა, სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჰააგაში გარდაიცვალა. "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის და ომის დანაშაულის" ჩადენაში ეჭვმიტანილი მილოშევიჩის წინააღმდეგ ომის დანაშაულებათა საერთაშორისო სასამართლოში 66 სხვადასხვა საქმე იყო აღძრული. სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში გარდაიცვალა.

 


2011 წლის 11 მარტს იაპონიის ტოჰოკუს რეგიონში 9,0 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნული მიწისძვრა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ მიწისძვრების ხუთეულში შევიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge