დღე: 18

ღამე: 14

USD 2.7483

EUR 3.1138

რომელია თქვენს კონკრეტულ საჭიროებას მორგებული სესხი? 18.03.2022 16:05

ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავი ისეთი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგება, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ჩვენზე უამრავი ისეთი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, რომელთა გაკონტროლებაც სრულად შეუძლებელია. ზოგიერთი მათგანი ყოველდღიურობის ნაწილიც კია, რომლებიც ჩვენს არსებობაში იჭრებიან და რუტინის ნაწილად იქცევიან. ამასთან ერთად, არსებობენ ისეთი ფაქტორებიც, რომელიც შეიძლება იშვიათად ხდება, თუმცა ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამის ნათელი მაგალითია ოჯახის შექმნა, ახალი ბინის შეძენა, საცხოვრებლად მარტო გადასვლა, დამოუკიდებლად პირველი მანქანის შეძენა, საკუთარი საქმიანობის წამოწყება, პროფესიის შეცვლა და სხვა. როგორც წესი, ასეთ დროს სასურველია რაღაც კაპიტალი უკვე გვქონდეს გადანახული, თუმცა ისიც მართალია, რომ თანხას ყოველთვის არ ვაგროვებთ, ანდაც უმეტეს შემთხვევაში მოგროვილი თანხა სულაც არაა საკმარისი. ასეთ შემთხვევებში თანხის სანდო წყაროდან მოძიებაა ერთადერთი ალტერნატივა, სესხის აღება კი სრულიად მისაღები გადაწყვეტილებაა.


ბანკისგან გაცემული სესხები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც სასესხო განაკვეთითა და პირობებით, ასევე მიზნობრიობით. მაგალითად ავტო სესხს ვერ აიღებთ თუკი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყება გაქვთ განზრახული. ეს საკმაოდ სწორი მიდგომაა, რადგან თავად ადამიანს თავს დამტყდარი ფაქტებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სტატიაში მოგიყვებით სხვადასხვა ტიპის სესხებზე და გაგაცნობთ როდის ღირს მათი აღება.


თუკი საკუთარი საქმიანობის დაწყება გაქვთ ჩაფიქრებული, ასეთ დროს ბიზნეს სესხის აღება იდეალური გადაწყვეტილებაა. ამ ტიპის სესხი მიზნობრივია, ანუ გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს საქმიანობისთვის, რაც მოიცავს როგორც საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენა-განახლებას. ბიზნეს სესხები გრძელვადიანი კრედიტებია, რომლებიც მოცულობით შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს, ხოლო მისი გადახდა ყოველთვიურად, ეტაპობრივად ხორციელდება. ამ ტიპის სესხს ბიზნესი იღებს მაშინ, როდესაც სურს საკუთარი საქმიანობის განვითარება, პირობები კი მაქსიმალურად კომფორტული და მომგებიანია.


თავის მხრივ, აგრო კრედიტი იდეალური გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა, ან უკვე ჩართული ხართ და გადაწყვეტილი გაქვთ სათბურის გაკეთება, შესაბამისი პროდუქტის შეძენა, ფერმის მოშენება, საქონლისთვის საჭირო პროდუქტის შეძენა, უკვე არსებული საქმიანობისთვის კონკრეტული ტექნიკის შეძენა, ჩანაცვლება ან სხვა ტიპის ისეთი შესაძლებლობის შექმნა, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. აღნიშნული ტიპის კრედიტიც მხოლოდ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებზე გაიცემა ბიზნეს გეგმის დამტკიცების შემდგომ. აგრო კრედიტის მთავარი უპირატესობაა მისი მოქნილი გადახდის გრაფიკი, რომელიც, როგორც წესი, შემოსავლის პირველი აღებისას იწყება, რაც მაქსიმალურად ითვალისწინებს ამ სფეროს სპეციფიკას და გამოწვევებს.


ავტო სესხი, ისევე როგორც სხვა კრედიტები, მიზნობრივია, მისი გამოყენება კი მხოლოდ მანქანის შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი. მისი უპირატესობა ის კომფორტული საპროცენტო პირობებია, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენზე, სესხის უზრუნველყოფა კი ხდება ავტომობილის გირავნობით, რა დროსაც მართვის უფლება თქვენ გადმოგეცემათ. ავტომობილის შერჩევის შემდეგ უნდა შეავსოთ კრედიტის განაცხადი, რომელსაც სასურველი საბანკო თუ საკრედიტო კომპანიის ვებ-გვერდზე იპოვით ან ესტუმრებით ფილიალს. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია და დაახლოებით 30 წუთია საჭირო მის დასამტკიცებლად.

 

R

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge