დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსთავის თეატრს საკუთარი შრიფტი ექნება და მემორანდუმს თეატრალურ უნივერსიტეტთან გააფორმებს! 24.03.2022 11:49

24 მარტს, 17.00 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრის ცისფერ დარბაზში, სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტის პრეზენტაცია  და მასზე შექმნილი ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართება. ახალი შრიფტი რუსთაველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ თეატრის დაკვეთით შექმნა. 2022 წელი რუსთავის თეატრისთვის საიუბილეოა, მას 55 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოფიქრებული, თეატრს ჰქონოდა პერსონალური შრიფტი, რომელიც მარტივი იდენტიფიკაციის და ინდივიდუალიზმის ხაზგასმას მოახდენდა. ინსპირაციად რუსთავის თეატრის პოსტერი იქცა, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა, წარსულისა და აწმყოს კავშირი კი ერთად იქნა გადმოცემული შრიფტში, რომელმაც 55 წლის ისტორიას მოუყარა თავი. 

 

ამასთანავე, სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეეწყოს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, პოპულარიზაციას, საშემსრულებლო მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვას, სტუდენტების/მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამასთანავე,  თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში; სტუდენტებს ასევე მიეცემათ საშუალება საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს მიეცემა საშუალება უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატაროს ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსი, დეკორაციები, რეკვიზიტები.

 

მემორანდუმის ფარგლებში პირველი ნამუშევარი იქნება, სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,თეთრი ჟამი“, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. სპექტაკლის პრემიერა რუსთავის თეატრში აპრილში შედგება.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ