დღეს უკრაინაში დასახლებულ ტერიტორიაზე ფოსფორული საბრძოლო ბომბი გამოიყენეს-თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით სამხედრო მიზნებისთვის, რომლებიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტებში ან მის მახლობლად, - წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ნანა გაბრიაძე.
მისი თქმით, ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად, ფოსფორის წვისას ატმოსფეროში გამოიყოფა სქელი თეთრი ფერის კვამლი, მრავალი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები, რომელთა შორის ძლიერი კანცეროგენური და მუტაგენური თვისებების მქონეა.
"თეთრი ფოსფორის შემცველი ბომბი ძლიერ აალებადია, აფეთქების შემდეგ იწვის, კაშკაშა ფერით, ავითარებს 1300 გრადუს С-ტემპერატურამდე. (დამოკიდებულია ამინდზე, ქარების მიმართულებაზე და ტენიანობაზე), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ავითარებს წვის დროს 800 დან-1200 გრადუსს აფეთქების შემდეგ იშლება მცირე ნაწილაკებად, გაიფანტება და ტერიტორიაზე იწვევს ხანძარს. წვა გრძელდება სანამ არ შეწყდება ჟანგბადის მიწოდება და კონტაქტი, ან სრულად არ დაიწვება ფოსფორის ნაწილაკები.
აფეთქების შემდეგ მწყობრიდან გამოდის საბრძოლო ტექნიკა, ცოცხალი საბრძოლო შემადგენლობა, დაზიანების არეში შემთხვევით მოხვედრილი მოსახლეობა, აზიანებს კომუნიკაციებს, ამცირებს ხილვადობას და წვის პროცესში წარმოქმნილი მხუთავი და ტოქსიკური აეროზოლები ქმნიან დამატებით რისკს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და დაზიანების ფაქტორებს. კანზე მოხვედრილი აალებული თეთრი ფოსფორი იწვევს კანის დამწვრობებს, ღრმა ჭრილობებს, ხოლო აეროზოლების შესუნთქვა ტოქსიკურობის გამო ძლიერ აღიზიანებს სასუნთქ სისტემას. ორგანიზმში მოხვედრილი თეთრი ფოსფორი სწრაფად შეიწოვება, იწვევს მწვავე მოწამვლას მუცლის არეში ტკივილს, ღებინებას, გულისრევას, ვითარდება გულსისხლძარღვთა უკმარისობა", - წერს ის.
როგორ უნდა დაიცვათ თავი ფოსფორის წვის ზემოქმედებისგან? - კითხვას სხვამს ნანა გაბრიაძე და იმ თეზისებს აყალიბებს, რაც, ამ მხრივ საზოგადოებას გამოადგება:
"იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ფოსფორის საბრძოლო მასალის დამაზიანებელი ფაქტორებისგან, საჭიროა:
მკაფიოდ განისაზღვროს გამოყენებული იარაღის ტიპი. ავიაციის მიერ ფოსფორის ბომბების გამოყენების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ცეცხლის ფრენა და სქელი თეთრი კვამლი ან იწვის ტერიტორიის აფეთქების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ დაზარალებული ტერიტორია, უნდა გადახვიდეთ უქარო მხარეს.
თავშესაფრად გამოიყენეთ ნაგებობები ან სარდაფები, სადაც ნაკლებად შეაღწევს წვის შედეგად წარმოქმნილი აეროზოლები.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ვინც განახორციელებს აქტივობებს დაზიანების ზონაში და ეხმარება დაზარალებულებს მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ქიმიური იარაღის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.და შემდეგ აღმოუჩინოს დახმარება დაზარალებულებს.
დაზიანებულ ზონაში დაზარალებულებმა მოიცილონ ტანსაცმელი, რომელზეც მოხვდა ფოსფორის ნაწილაკები, დამწვარი კანიდან და ჭრილობებიდან მოსცილდეს ასევე ფოსფორის დამწვარი ფრაგმენტები და დამუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ.
ტერიტორია, სადაც იწვის ფოსფორის აფეთქებული ფრაგმენტები, უნდა დასველდეს წყლით მაქსიმალურად და მოიყაროს სველი ქვიშა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიეწოდოს მათ სრული ინფორმაცია საჭიროების შესაბამისად.
დაზიანების ზონა ვრცელია და ფართობი დამოკიდებულია ფოსფორის ნაწილაკების გავრცელებასა და ქარების მიმართულებაზე.
წყარო:
https://www.france24.com/.../20220324-zelensky-says...
https://www.thesun.co.uk/.../russia-phosphorus-bombs.../" - წერს ნანა გაბრიაძე სოციალურ ქსელში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge