პანდემია და ომი - რუსთავის თეატრი მაყურებელს პრემიერაზე ეპატიჟება! 04.04.2022 13:12

5 აპრილს, 20.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრი მორიგ პრემიერას წარმოადგენს. კარელ ჩაპეკის ,,თეთრი ჟამი“ რუსთავის თეატრის მსახიობებისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში სოსო ნემსაძემ დადგა. 

 

ჩეხმა დრამატურგმა კარელ ჩაპეკმა,რომელიც ჰიტლერის მთავრობას პერსონა ნონგრატად ჰყავდა გამოცხადებული პიესა სახელწოდებით ,,თეთრი ჭირი“, რომელიც მკვეთრად ანტიფაშისტური ნაწარმოებია 1937 წელს დაწერა. 

 

„თეთრი ჭირი“ მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელშიც, აღწერილია პატარა უსახელო ქვეყნის საუკუნის დასაწყისის დროინდელი ყოფა, სადაც მოულოდნელად გაჩნდება ჭირი. ავადმყოფობას “თეთრ ჭირად” მოიხსენიებენ, რადგან მის მსხვერპლებს სხეულზე თეთრი ლაქები უჩნდებათ.საინტერესოა, რომ დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა 45 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ახალგაზრდებს ავადმყოფობა ვერ ერევა. ერთიანად შიშის მომგვრელია ამ დროს ერთ-ერთ რიგით ოჯახში ახალგაზრდების მშობლებთან საუბარი, რომლებიც კმაყოფილი არიან მიმდინარე მოვლენებით, რადგან მათი აზრით, სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო, თეთრი ჭირი დადებით სამსახურს გაუწევს ახალ დიპლომ აღებულ ახალგაზრდებს.

 

პარალელურად, დიდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს ომი, რომელსაც უძღვება ვინმე უსახელო მარშალი. მარშალი ომს ე.წ. “მცირე სახელმწიფოს” დაპყრობით იწყებს. ამასობაში კი, ჭირი აგრძელებს მოქმედებას. ყველასგან მოულოდნელად, გამოჩნდება ექიმი – გალენი, რომელიც ფლობს ავადმყოფობის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა რეცეპტის გამჟღავნებაზე უარს ამბობს. ამ უკანასკნელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ დიდი სახელმწიფოები შეწყვეტენ ომს და ხელს მოაწერენ საყოველთაო მშვიდობის აქტს.

 

ჩაპეკის ,,თეთრი ჭირი“ ძალიან ორგანულად შეერწყა ბოლო დროინდელ მსოფლიო მოვლენებს, ერთის მხრივ პანდემიის ,მეორეს კი ომის ქარცეცხლის თვალსაზრისით. რუსთავის თეატრის წარმოდგენა, ერთგვარი შეჯამება  და გაანალიზება იქნება დროებისა, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა.

 

პრემიერა - 5 აპრილი 20:00

 

კარელ ჩაპეკი

 

\"თეთრი ჟამი\"

 

რეჟისორი - სოსო ნემსაძე

 

თარგმანი - თამაზ გოდერძიშვილი

 

მხატვრები- ელენე მეგრელიშვილი, ანი ბედელაძე (სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტები - პედაგოგი ბარბარა ასლამაზი)

 

კომპოზიტორი - გიორგი მაისურაძე

 

რეჟისორის ასისტენტი - სლავა ნათენაძე

 

სასცენო მოძრაობა - შოთა გეგიაძე

 

ვოკალი - კობა კალანდაძე

 

ტექნიკური რეჟისორი - ინა ხომასურიძე

 

მონაწილეობენ:

 

ნიკოლოზ გაგნიძე, ლაშა მებუკე, ლაშაო გაბუნია, ბექა კულიჯანაშვილი, ლუკა ციხისთავი, ალექსანდრა თელია, ნანა იოსელიანი, ნანა ბიბილაშვილი, ნია ტოგონიძე, ნიკოლოზ გვაზავა, მარიამ ქანთარია, ეკატერინე კვარაცხელია, ირაკლი ჯიშკარიანი.

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები - სოსო ცაგარეიშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკოლოზ თეთრაძე, ნანიშა მეტრეველი, კესო დვალიშვილი, სოფო ხიზანიშვილი, ნინა შონია, მარიამ თვალაბეიშვილი, ვახტანგ სანიკიძე, ერეკლე თურქაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები