უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განახლებულ ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის 50-ე დღეს, რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას აგრძელებს.
„რუსი მტერი საავიაციო ჯგუფის შექმნას, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვართან აგრძელებს. უკრაინაში, რუსი მტრის მიერ, სარაკეტო იარაღის გამოყენების მუდმივი საფრთხე არსებობს. რუსი ოკუპანტები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისტემატურ სარაკეტო დაბომბვებს ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახორციელებენ. მტერს აქტიური მოქმედება, ვოლინისა და პოლესკოეს ოლქებზე არ განუხორციელებია. რუსეთი, ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და ქალაქის არტილერიით დაბომბვას აგრძელებს, ახდენს დანაყოფების გადაჯგუფებასა და მარაგის შევსებას. დონეცისა და ტავრიას მიმართულებით, მტერი სლავიანსკის, პოპასნასა და კურახოვოს რაიონებში იბრძოდა და ქალაქ მარიუპოლში შეიჭრა. ეს არ იყო წარმატებული შეტევა და ბრძოლა გრძელდება. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. გარდა ამისა, რუსეთის სარდლობამ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 60-70 ათასი ადამიანის მობილიზება გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ 20%-ით შესრულდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, უკრაინაში, დღეს, 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა, რათა ალყაში მყოფ ქალაქებში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირინა ვერეშუკის თქმით, კი კორიდორები ქალაქ ბერდიანსკში, ტოკმაკში, ენერგოდარსა და მარიუპოლში მოეწყობა, რომლებიც კვირების განმავლობაში, ალყაში იმყოფებიან. ვერეშუკმა დასძინა, რომ საევაკუაციო მარშრუტები ლუგანსკის რეგიონშიც იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები დაბომბვებს შეწყვეტენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულ გემ “მოსკვაზე” საბრძოლო მასალის მარაგი აფეთქდა.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება ხანძარმა გამოიწვია.
„კრეისერ „მოსკვას“ საბრძოლო მასალა გემზე ხანძრის შედეგად აფეთქდა. გემი სერიოზულადაა დაზიანებული. მთელი ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება მიმდინარეობს,“- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ მარჩენკოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა.
კრეისერი „მოსკვა“ იგივე რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: „Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.
ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 50 დღე გავიდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge