დღე: 9

ღამე: 6

USD 2.7516

EUR 3.1305

მეცნიერებმა კორონავირუსის დროს ყნოსვის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი დაასახელეს 19.04.2022 17:39

ამერიკელმა გენეტიკოსებმა სამეცნიერო ჟურნალში, „Nature Genetics“ გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც მეცნიერებმა UGT2A1 და UGT2A2 გენებში ცვლილებები დაუკავშირეს ცხვირის ყნოსვის ეპითელიუმის უჯრედების ცხოველქმედებას. კერძოდ, UGT2A1/UGT2A2 ზრდის ყნოსვის დაკარგვის შანსს. გენების მსგავსი კომბინაციის მქონე ადამიანებს სუნის დიფერნეცირების უნარის დაკარგვის რისკი 11%-ით უფრო მაღალი აქვთ.

 

ანოსმია კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებიდან მხოლოდ ერთ-ერთია, რომელიც ყველას არ უვითარდება. დაავადებულთა უმრავლესობაში რეცეპტორები აღდგება 2-4 კვირის განმავლობაში. ბევრი აღნიშნავს ისეთ სიმპტომს, როგორიცაა პაროსმია - გემოსა და სუნის გაუკუღმართებული აღქმა.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge