დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„რადიო თავისუფლება“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ ტირის მამა, რომელსაც, რუსმა ოკუპანტებმა ქალიშვილი მოუკლეს. მისი თქმით, ის ამ დროს, სარდაფში იმყოფებოდა, თუმცა, ქალიშვილმა იქ ჩასვლა ვერ მოასწრო და ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად  გარდაიცვალა. 

 

„სარდაფში ვიყავით. ჩემმა ქალიშვილმა იქ  ჩამოსვლა  ვეღარ მოასწრო. ის უკვე სარდაფის ზღურბლზე იყო, როცა ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

მისი დაკრძალვა მე მომიწია, ბაღში, მსხლის ქვეშ...“, - ამბობს მიკალო. 

 

ვიდეოში ჩანს, რომ მიკალო ემოციებს ვერ იკავებს, ტირის და ომის უმოწყალო შედეგებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, დონეცკის ოლქის სოფელ ვრემივკადან დასავლეთ უკრაინისკენ საევაკუაციო მატარებლით მიდის.

 

„ახლა ვაგზალზე წამოვედით. არა და იქ უფრო მედგრად ვიყავი, სახლში... ამ ამბავმა გამანადგურა, თავს ვეღარ ვიკავებ.  და ეს არის მოძმე ერების ომი? ეს გათავისუფლებაა ვისგან? მე რუსულენოვანი ვარ. ვისგან მათავისუფლებენ, ჩემი ქალიშვილისგან? იმისგან, რასაც მთელი ცხოვრება ვაშენებდი? დონბასში კი, რუსული ჯარების დაბომბვა ჯერ ისევ გრძელდება...“ - ამბობს მიკოლა ხარჩენკო. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ