დღე: 30

ღამე: 17

USD 2.6942

EUR 3.1282

მარიუპოლის ალყაში მყოფი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს 30.04.2022 12:10

მარიუპოლში ალყაში მყოფი უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდღოანს მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს "ექსტრაქციის" პროცედურა და ალყაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო პირები თურქეთში გაიყვანოს.


ინტერნეტ  გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, ამის შესახებ ვოლინამ თურქულ ტელეარხ Habertürk TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

"პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო რეჯეპ ტაიპ ერდოღან, თქვენ მოგმართავთ საზღვაო ქვეითთა მაიორი, სერჰი ვოლინსკი, ამჟამად ვასრულებ მეთაურის მოვალეობას 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადისა, რომელიც მარიუპოლის გარნიზონში იმყოფება და ალყაში მოქცეული 65 დღე-ღამის განმავლობაში იბრძვის. ჩვენთან ერთად იმყოფება 600 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც სხვადასხვა სახის ჭრილობები აქვთ და საჭიროებენ დახმარებას. ჩვენთან ერთად ობიექტზე უსაფრთხოებას ეძებს ასობით სამოქალაქო პირი და ათობით ბავშვი. მათ შორის ყველაზე უმცროსი 4 წლისაა", - წერს თურქეთის პრეზიდენტისადმი მიმართვაში უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური.

 

იგი სთხოვს თურქეთის პრეზიდენტს და თურქეთის მოსახლეობას, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიით გაიყვანონ მარიუპოლის გარნიზონი "აზოვსტალიდან" თურქეთის ტერიტორიაზე. "ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს", - აცხადებს მიმართვაში მაიორი სერჰი ვოლინსკი.

 

ერთი კვირის წინ უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა ვოლინამ მსოფლიოს ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებსა და დიპლომატებს მიმართა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მარიუპოლის გადარჩენის შანსი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე მათ ხელშია. მაიორმა ვოლინამ ეს მიმართვა რუსულ და ინგლისურ ენებზე 20 აპრილს, ფეისბუკით გაავრცელა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები