დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

youtube-ზე ვრცელდება სიმღერა, რომელიც ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილ იუმორისტულ შოუში "კვარტალი 95"-ში გაჟღერდა.

 

youtube-ის ვიდეოს აღწერაშივე აღნიშნულია, რომ ამ სიმღერის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაშინდელი პოპულარული შოუმენის ვოლოდიმირ ზელენსკის შოუც და მისი წამყვანი მსახიობიც აითვალწუნა.

 

"ამ სიმღერის გამო ვერ იტანდა პუტინი ზელენსკის, რადგან ადამიანებმა გაბედეს ეთქვათ ის, რასაც ფიქრობდნენ" - ასეთია ამ ვიდეოს სათაური youtube-ზე.

 

სიმღერა პოლიტიკური ხასიათისაა და ეხება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას. ტექსტში იკვეთება უკრაინელების დამოკიდებულება რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ.

 

"დაგვანებე თავი, ჩვენ თავისუფლება გვინდა, ნუ სვამ ჩვენს თბილ სისხლს, შენ შენთვის - ჩვენ ჩვენთვის, წაიყვანე შენი "კამაზები" და წადი" - ასეთი შინაარსისაა სიმღერა, რომელმაც, როგორც ირკვევა პუტინი აშკარად გააღიზიანა.

 

ცნობისათვის: რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დღემდე გრძელდება. დაღუპულია ათი ათასობით ადამიანი და უკრაინიდან 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი. ყველაზე ამაზრზენი ის არის რომ ამ ხნის განმავლობაში ომმა 220ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ