" ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი"- გოგა ხაინდრავა

ყველაფერი იყო გამოყენებული იმისთვის, რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ აბსოლუტურად მართალი იყო ჩვენი ხელისუფლება, როდესაც პრინციპული პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს საფრთხე იყო ძალიან სერიოზული და მან უკვე ჩაიარა.

 

„თუმცა ამ საფრთხის გამოძახილი არის ზუსტად ის ისტერია, რომელსაც ვხედავთ. ვფიქრობ, რომ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ეს პიონტკოვსკები. შიდა პიონტკოვსკები არის ძალიან სერიოზული ამბავი, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილი ამ ფსევდო ოპოზიუციური ფლანგის პირდაპირ სახელმწიფოს საზიანო ქმედებებს სჩადიან. ეს არის უსამშობლო ხალხი, მათთვის საქართველო არ არის სამშობლო, მხოლოდ ასპარეზია. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო ასპარეზი საქართველო“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები