ძალიან ცდებიან ისინი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვინც თვლის რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანით აქ პოლარიზაცია შემცირდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისივე თქმით, პირიქით, როგორც კი სააკაშვილი თავს საქართველოს გარეთ დაიგულებს, ის ისევე როგორც ადრე, დაიწყებს მისი მხარდამჭერების კვებას დაპირებებით, რომ დაბრუნდება და ამჯერად ნამდვილად დაამხობს ხელისუფლებას.
"როგორც "ნაცმოძრაობის" მთავარი სპონსორი, ის პარტიას და ნაცმედიას მოსთხოვს არ დააგდონ კონფრონტაციის მუხტი და ყველაფერს გააკეთებს ამისათვის. ფული ეყოფა ნაღდად!
თუ ვინმეს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მკურნალობის შემდეგ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და სასჯელს მოიხდის, ეს მათი გონის და ტვინის პრობლემაა,"- წერს ზაალ ანჯაფირიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge