დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

"რუსეთი უკრაინაშიც დამარცხდება და მსოფლიოც დაისვენებს"- ვაჟა შუბითიძე 13.05.2022 15:01

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში 

 

"ძალიან  საინტერესო  ინფორმაციები  გააჟღერა  იური  შვეცმა  თავისი  ინტერნეტარხით: ამერიკელებმა  არაოფიციალურად  აღიარეს,  რომ  ფლაგმანი  "მასკვა"  და  "ადმირალი  მაკაროვი"რეალურად მათ  ჩაძირეს  და  ეს  იციან  რუსებმაც.  რეაქცია  ნულია.  პუტინის უფროსი "მეგობარი,"  ჩინეთის  ლიდერი  სი-ძინ პინი  რეალურად  გადაყენებულია  და  შემოდგომაზე  მესამედ  აღარ  აირჩევენ  კომპარტიის  ყრილობაზე.  ფინეთი  ორშაბათს  შეიტანს  განაცხადს  ნატოს  წევრობაზე.  ამ  დღიდან  ნატოში  გაწევრიანებამდე  მის (და  შვეციის)  უსაფრთხოებას  უზრუნველყოფს  ინგლისი,  რომ  რუსეთმა  არ  დასაჯოს.  ფინეთმა  უკვე  იყიდა  მეხუთე  თაობის 64 ამერიკულიF-35 თვითმფრინავი (რუსეთს  ასეთი  ჰყავს  3  ცალი,  აშშ-ს კი- 1780 ცალი),  რომელთაც  შეუძლიათ  რუსეთის  ჰაერსაწინააღმდეგო  სისტემების  სრული  განადგურება,  მათ  შორის  ჩრდილოეთის  ატომური  ფლოტის  მურმანსკში.  რუსეთი  უკრაინაშიც  დამარცხდება  რამდენიმე  თვეში  და  მსოფლიოც  დაისვენებს,"- წერს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ