"აზოვსტალის“ ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ იარაღის დაყრის შემთხვევაშია შესაძლებელი"

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ მათ მიერ იარაღის დაყრის შემთხვევაში არის შესაძლებელი და ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის მიერ არის მიღებული.

 

პესკოვი ასე გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევს სურს ხელი მოაწეროს დოკუმენტს თუ როგორ განხორციელდება ევაკუაცია მარიუპოლის „აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან.

 

„თქვენ იცით და ჩვენ გამოვდივართ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებიდან, რომელიც ეხებოდა ყველა მშვიდობიანი მოქალაქისთვის შესაძლებლობას დაეტოვებინათ ქარხანა ნებისმიერი მიმართულებით. რაც შეეხება სამხედროებს, ითქვა, რომ მათ შეუძლიათ გასვლა, იარაღის დაყრის შემდეგ. ეს არის პრეზიდენტის სიტყვები, ეს არის მთავარსარდლის ბრძანება“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

 

მანამდე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ კიევს სურს ხელი მოაწეროს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება ევაკუაცია მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან.

 

ერთი დღით ადრე ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ კიევმა მოითხოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჭრილი ჯარისკაცების გაცვლა რუს სამხედრო ტყვეებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები