დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა 13.05.2022 16:18

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრის რევაზ სოხაძის მხარდაჭერით და „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, დღეს ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადგაშენებულ პარკში, „ქართველი შინდლერების“ - მემორიალი გაიხსნა. „ქართველი შინდლერები“, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს არაერთი ებრაელის სიცოცხლე  გადაარჩინეს სერგი მეტრეველი, მიხეილ კედია და გრიგოლ ფერაძე იყვნენ.  

 

ღონისძიებას, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან  მეგობრობის ჯგუფის  თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსულიისრაელის დელეგაცია დაესწრო. მემორიალის გახსნაზე ასევე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე,  „ისრაელის სახლისხელმძღვანელი იციკ მოშე, ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.

 

მემორიალის გახსნისას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობასა დაქართველი შინდლერებისდამსახურებაზე ისაუბრეს.

 

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარდეპუტატის რევაზ სოხაძის განაცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა.


"დღეს როგორც ქართველი, ასევე ებრაელი ხალხისთვის ისტორიული დღეა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ, როცა ებრაელ ხალხს ყველაზე მეტად უჭირდა, თავის გასწირეს მათ გადასარჩენად. ჩემთვის, როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარისთვის, „ქართველი შინდლერების“ მემორიალის ვარკეთილში გახსნა  ორმაგად საამაყოა“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.


თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის განცხადებით კი, პარკს, სადაც დღეს მემორიალი გაიხსნა, „ქართველი შინდლერებისსახელი მიენიჭება. აღნიშნულ ინიციატივას კომისია თბილისის საკრებულოს უახლოეს  მომავალში წარუდგენს.

 

საქართველოს, ისტორიის მანძილზე, ბევრი გმირი ჰყოლია და ქართველები  ყოველთვის იბრძოდნენ არამხოლოდ საკუთარი სამშობლოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების  დასახმარებლადსწორედ ასეთები იყვნენქართველი შინდლერები“, რომლებმაც არაერთი ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინესსკვერს, რომელშიც დღეს მემორიალი გავხსენით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქართველი შინდლერების სახელი  მიენიჭება“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

 

დღესვე, მემორიალის გახსნაზე, „ისრაელის სახლის მიერ  გამოცემული ბროშურისქართველი შინდლერებიპრეზენტაცია გაიმართა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ