"უკრაინის ომი იმ უფსკრულს აჩვენებს, რომელიც დასავლეთსა და პლანეტის დანარჩენ ნაწილს შორის გაჩნდა“

ჯო ბაიდენი ელოდებოდა, რომ რადგან რუსეთს დემოკრატიულმა ქვეყნებმა ზურგი აქციეს, ვლადიმერ პუტინი გარიყული აღმოჩნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა: ბევრმა ქვეყანამ ან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ანდა კონფლიქტში ნატო და თვითონ უკრაინა დაადანაშაულეს“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის ომი აჩვენებს იმ უფსკრულს, რომელიც დასავლეთსა და პლანეტის დანარჩენ ნაწილს შორის გაჩნდა“ (ავტორი - ჟილ პარი, რედაქტორი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

მოსკოვში და კიევში 8-9 მაისს [ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით] ვლადიმერ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ხდება კონფლიქტის ესკალაცია, სიტუაცია კვლავ მწვავდება, რაც სამომავლო მსხვერპლსა და ნგრევას მოიტანს. რადგანაც მოსკოვშიც და კიევშიც კონფლიქტს ეგზისტენციალურად თვლიან, საეჭვოა, რომ მხარეებს მოლაპარაკებისა და კომპრომისის შანსი ჰქონდეთ.

 

უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია ერთმანეთს „აჯახებს“ არა მხოლოდ უშუალოდ მეომარ მხარეებს, არამედ იმ ქვეყნებზეც ვრცელდება, რომლებიც ომის ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს, მსოფლიოს პერიფერიებში იმყოფებიან.

 

დასავლეთი აშშ-ის გზით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი არჩევანი კონფლიქტში ირიბ ჩარევა-მონაწილეობაზე გააკეთა:  ვაშინგტონმა მიზნად დაისახა არა მარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, არამედ რუსეთის დასუსტებაც. 

 

ამერიკას მხარი დაუჭირეს როგორც მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა (მართალია, მათ შორისაც არიან „მოყოყმანეები“ და „სხვაგვარად მოაზროვნეები“, მაგრამ მაინც...), ასევე „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრებმაც - კანადამ, იაპონიამ... კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო კიევშიც კი ჩავიდა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

 

„მიუმხრობელთა“ არჩევანი, მაგრამ ზოგიერთი დემოკრატიული ქვეყნის - „მიუმხრობლობის მოძრაობის“ წევრი ქვეყნების ცნობილმა პოლიტიკოსებმა სხვა პოზიცია დაიკავეს: მაგალითად, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, რომელსაც იმედი აქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყნის მეთაურის პოსტს დაიბრუნებს, ამერიკული ჟურნალისათვის - „თაიმისათვის“ (The Time) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მე ვხედავ, თუ როგორ უკრავენ ტაშს მრავალი ქვეყნის ფეხზე ამდგარი, მაგრამ პარლამენტარები უკრაინის პრეზიდენტს... მაგრამ ამ ტიპს ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხდარში, როგორც ვლადიმერ პუტინს. ომში არასოდეს არ არის მხოლოდ ერთი დამნაშავე“. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ უნდობლობა გააჩინოს და იგი ყველას შეაძულოს.

 

თითქმის ასეთივე პათოსი გამოამჟღავნეს სხვა მსოფლიო ლიდერებმაც უკრაინის ომის მიმართ. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერმა სირილ რამაფოზამ ჯერ კიდევ მარტში პასუხისმგებლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დააკისრა. ინდოეთმა და მექსიკამ უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიციის გამოხატვა ამჯობინეს, ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ კი, როგორც „დიდი ოცეულის“ სამიტის მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მეთაურსაც.

 

სხვათა შორის, „მიუმხრობლობის მოძრაობის“ ბევრი ქვეყნის პოზიციას განაპირობებს მათი ახლო წარსული, როცა  საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ რუსეთის წინამორბედ საბჭოთა კავშირთან. ისინი იგივე ურთიერთობებს დღესაც აგრძელებენ - უკვე თანამედროვე რუსეთთან. როგორც ჩანს, ისინი პატივს არ სცემენ უკრაინის სუვერენიტეტს, მათზე არ მოქმედებს არც რუსეთის არმიის  მიერ ჩადენილი დანაშაულები, არც დაბომბვების შედეგად გამოწვეული ნგრევა, არც მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვა...

 

ჩინური დრაკონი რუსულ დათვთან ერთად

 

ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ სოლიდარობა სრულიად მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. მოსკოვი და პეკინი მსგავს პოლიტიკას ატარებენ - არღვევენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ლიდერთა პიროვნების კულტს და სურთ, რომ მსოფლიო ბალანსი თავიანთ სასარგებლონ შეცვალონ.

 

რატომ შეცდა ჯო ბაიდენი? 

 

ის, რომ დიდი დემოკრატიული ქვეყნები რუსეთს მხარს უჭერენ - ზოგი დუმილით, ზოგი ღიად - იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილი მსოფლიოს კონსტრქუცია სრულიად ინგრევა. იგი ჯერ კიდევ თეთრ სახლში მისვლამდე აღიქვამდა მსოფლიოს როგორც დემოკრატიისა და ავტორიტარული რეჟიმების დაპირისპირებად. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის (ე.წ. „სპეცოპერაციის“) პირველივე საათებიდან იგი წინასწარმეტყველებდა, რომ ვლდიმერ პუტინი მსოფლიო არენაზე სრულად გარიყული აღმოჩნდებოდა.

 

მაგრამ, დღეს დემოკრატია დაკნინებულია და როგორც ვნახეთ, ბევრ ქვეყანას უკრაინის ომის მიმართ სხვადასხვა ხედვა აქვს. შესაბამისად, არც ვლადიმერ პუტინი არ გამხდარა „გარიყული და „ჭირიანი“, როგორც ეს ჯო ბაიდენს ჰქონდა წარმოდგენილი. რუსეთმა თავის სასარგებლოდ კარგად გამოიყენა აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობა.

 

უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, თუ რა დიდი ნაპრალია გაჩენილი დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ეს ცუდი ამბავია მათთვის, რომლებიც მსოფლიოს ძლიერი ხელით მართვაში იყო დარწმუნებული. გაეროს უკრაინისათვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ის  მხოლოდ პრაქტიკულად მდუმარედ აფიქსირებს კლიმატის ცვლილებებს. ამერიკის ჰეგემონია ირღვევა და სიტუაცია უკიდურესი არასტაბილურობითა და გაურკვეველი მომავლის შიშით იცვლება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები