უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკვე 420-ს აღემატება.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები დაშავებულების დასაგენად აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
„14 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 227 ბავშვი დაიღუპა, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე მეტად დაშავდნენ დონეცკის (139), კიევის (116), ხარკოვის (99), ჩერნიჰოვის (68), ხერსონის (48), ლუჰანსკის (45), მიკოლაივის(44), ზაპოროჟიეს (28), სუმის (17), ჟიტომირის (15) ოლქებში, ასევე კიევში(16).
რუსეთის ძალების დაბომბვების გამო უკრაინის ქალაქებსა სოფლებში დაზიანდა 1 748 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 144 სრულად დანგრეულია.
ავტორ(ებ)ი :