"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა ,"ტვ პირველს" - თამთა მეგრელიშვილი

"თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო" დაემართა "ტვ პირველს" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი “ტვ-პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით, საქართველოში რუსული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა საწვავი შემოიტანა. 

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, "ტვ პირველმა" მიშას დაკვეთას საკუთარი სპონსორი შეწირა. 

სინამდვილეში, გემმა “ტვ პირველის” ერთ-ერთი სპონსორის – კეზერაშვილის კუთვნილი “გალფისთვის” საწვავი მართლაც შემოიტანა.

“თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო” დაემართა “ტვ პირველს”.


ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ნარატივის გასამყარებლად მომზადებული სიუჟეტით, თითქოს, ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა მათვე “შეეწერათ”.


რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ჯერ არ დაწესებული სანქციების პირობებში (არ ვრცელდებოდა კონკრეტულ ტვირთზე) “ტვ პირველის” ერთ-ერთი სპონსორის – კეზერაშვილის კუთვნილი “გალფისთვის” საწვავი მართლაც შემოიტანა.


ამაზე განმარტება გაკეთდა და ამასთან სახელმწიფოს რაიმე ფორმით კავშირიც გამოირიცხა.


“ტვ პირველის” გუნდს მათივე მომზადებული სიუჟეტი წინ დახვდათ.


მართალია, გასულ სიუჟეტში სიმართლე ბოლომდე არ თქვეს, მაგრამ ფაქტია,


დღეს უკვე ყველამ იცის, რომ კეზერაშვილმა რუსული გემით საქართველოში საწვავი შემოიტანა.


რა გამოვიდა – მიშას პოლიტიკურ დაკვეთას შეწირეთ საკუთარი სპონსორიც?!’’, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები