დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"მორიგება, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, როგორც ჩანს გამორიცხულია" 16.05.2022 10:19

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

ჩემდა სავალალოდ, სულ უფრო მიმყარდება კოშმარული აზრი, რომ საქმე გვაქვს პოსტ-ომთან, სადაც შინ თუ გარეთ, ორივე, ერთიმეორესთან აბსოლუტურად შეუთავსებელი „ინტერ-სუბიექტურობა“, ორივე პოსტ-სიმართლე მთლიანად უნდა დაინგრეს და „პროექტის“ ინტერ-სუბიექტურობა „ობიექტურად“ გაბატონდეს მთელს მსოფლიოში. 

 

რა არის „პროექტი“? გავრცელებული, მეტ-ნაკლებად ყველაზე დამაჯერებელი  შეხედულებებით, „პროექტის“ ნამდვილი არსი - პოსტ-ჰუმანიზმია და იგი მიზნად ისახავს ე.წ. ინკლუზიური კაპიტალიზმის გლობალური სისტემის გაბატონებას, სადაც   ახალი ბიოლოგიური სახეობა - პოსტ-ადამიანი (ესაა დღევანდელი „ელიტების“ შიდა სახეობრივ ომში გამოყვანილი „ვირთაგვაჭამიათა“ კასტა, არა უმეტეს - 50-100 ათასი ინდივიდი), დედამიწაზე ადამიანებად დარჩენილების ქცევას სრულად აკონტროლებს, ექსკლუზიურად ითვისებს რა სოციალური ქცევის განმაპირობებელ  ნებისმიერ ინფორმაციას, შედეგად კი ნებისმიერ რესურსს, ხოლო ადამიანებს, იმისდა მიხედვით, რა რესურსი და როგორ უნდა გადაუნაწილოს, ამ ექსკლუზიური ინფორმაციით და ინფორმაციის გავრცელების გლობალური და ტოტალური საშუალებებით, თავს ახვევს  უალტერნატივო „ინტერ-სუბიექტურ“ რეალობას. 

 

ამ ომში - სიმართლე არ არის. ორივე მხარეს - პოსტ-სიმართლეა. რასაკვირველია, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ ვერ გაიმარჯვებს ვერც უკრაინა. რაიმე მორიგება, ან მით-უმეტეს ზავი, ცეცხლის დროებით შეწყვეტაც კი, რათა ეს ბარბაროსული მკვლელობები და ნგრევა შეჩერდეს,  როგორც ჩანს, საუბედუროდ - გამორიცხულია. 

 

მე „პროგრესის“ არა მჯერა. ნეტაი უარეს უბედურებას გადავრჩებოდეთ და უკეთესობას ვინ ჩივის?! ერთობ გულუბრყვილოდ გამოიყურება რუსეთის განადგურებასთან დაკავშირებული „იმედები“. ჯერ ერთი, რუსეთთან ერთად ნადგურდება უკრაინაც და უარესი უბედურება იქნება, თუკი მართლაც მოდის ის პოსტ-რეალობა, სადაც იძულებული ხარ დაიჯერო ყველაფერი, რასაც „ინტერნეტით გიბრძანებენ“ და ჭამო ის, რასაც პოსტ-ადამიანთა მიერ  დამორჩილებული პოსტ-სახელმწიფოების მთავრობები დაგიყრიან. 

 

ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ სავსებით რეალურია საფრთხე, რომ პოსტ-ჰუმანიზმის ბნელი პოსტ-საუკუნეები გვიახლოვდება მათ, ვინც ადამიანებად ჯიუტად ვცდილობთ დარჩენას და არა პოსტ-ადამიანების შინაურ ცხოველებად გადაქცევას ვესწრაფვით. ძველ რომში ასეთ ორფეხა შინაურ ცხოველებს „ჰომო საკერებს“ უწოდებდნენ. მასობრივი „ჰომოსაკერიზაცია“ გვემუქრება. თანაც ამ ყოვლად უბადრუკი ცხოველების - გვარამიას, მელაძის, გრიგოლიას და სხვ. არა ხელით, არამედ ბინძურ საინფორმაციო ღრუთა ელექტრონული ტელე-სიგნალით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ