დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა" - რა შეფასებები მოჰყვა ნიკა გვარამიას დაკავებას 16.05.2022 11:48

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები  მოჰყვა. 

 

"აბა თქვენ იცით!" - ეს იყო ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ჩვენ შენთან ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას!

 

პირობას გაძლევ!“ – დაწერა ჟურნალისტმა მაიკო ლომიძემ.

 

"ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

 

„იცით, რატომ გაბედეს ნიკა გვარამიას დაჭერა?!

 

იმიტომ, რომ ოპოზიცია ხართ ფარჩაკები და ჩმორები‼️

 

ეს ქვეყანა ამ დღეში იქნება მანამ, სანამ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც არ ჩავრეცხავთ!

 

პროცესს ვუყურებდი და ლიდერები ვერ დავინახე…

 

კამერებთან კეკლუცი აღარ გაბედოთ‼️“- დაწერა  ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. 

 

გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ის არ არსებობს და „ჩვეულებრივი ჩმორების კანტორაა“. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

,,კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც. პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს - პუტინის რუსეთში. ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

 

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!

 

და თვითონ ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა“, – დაწერა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

 

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“ - ნიკა გვარამიას მეუღლე.

 

"დახურეთ ყველა ალტერნატიული სიტყვის/აზრის ტელევიზია! დაიჭირეთ მათი პატრონები ჩაკეტეთ ქვეყანა და გამოაცხადეთ ბატონყმობა!" - მაკა ჩიჩუა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე.

 

„ვინც ამ ქვეყანაზე დარდობს და ფიქრობს, ვისკენაც არ უნდა იყოს, უნდა მიხვდეს, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა“,– დაწერა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ. 

 

“კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ვართ. ვიქნებით ისეთები, როგორიც არასდროს, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ისეთი გაბრაზებულია, როგორც არასდროს და ისეთ პასუხს მიიღებს ხელისუფლება, როგორიც ჩვენი მხრიდან არასდროს არ მიუღია და ამისთვის უნდა იყოს მზად.

 

ეს არის გახრწნილი ხელისუფლება და თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული. ასეთი უგუნური და მძიმე განაჩენით საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენს. ეს არ იყო ნიკა გვარამიას და მთავარი არხის განაჩენი, ეს იყო განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა”, – განაცხადა „მთავარი არხის“ წამყვანმა დიანა ჯოჯუამ. 

 

"ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის დირექტორის დაჭერა 1. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განხილვის წინ, წიხლის კვრაა ევროპული პერსპექტივისთვის; 2. “ოცნების” დამატებითი მოტივაცია რატომ ახლა: იმიტომ, რომ ნებისმიერ საპროტესტო აქციას შეფუთავენ “ომის წაქეზების” აქტად და მოაყოლებენ კიდევ მეტ რეპრესიას; 3. ოპოზიცია ფაქტობრივად წინმსწრებად განეიტრალებულია; 4. 17 ივლისის რეფერნდუმის წინ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის განეიტრალება. , ნუ დანარჩენი პირადი ანგარიშსწორების აქტები, თანმდევია", - დაწერა სოციალურ ქსელში პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ. 

 

"აშკარაა, რომ საზოგადოება დადებითად შეხვდა კანონის დროულად აღსრულებას. მესმის ლეგიტიმური შენიშვნებიც - აქამდე რით ვერ მოახერხეს? კიდევ ბევრია დასაკავებელი...

კანონის უზენაესობა (Rule of law) არის კანონის უზენაესობა!

ყალბი შეშფოთებები იქნება ანგარებიანი. "არალეგიტიმურ" პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც შეაწუხებენ", - დაწერა პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ. 


ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ