დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ გვარამია ციხეში ჩაესვა" 16.05.2022 13:15

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება:

 

"რაღაცნაირად, გვგონია, რომ გარკვეული ბოროტი ძალები კონკრეტულ მორიგ ბოროტებას აღარ ჩაიდენენ, რადგან ეს მათთვისაც კი „ნამეტანია“, რომ, საბოლოოდ, ეს მათთვისაც ცუდი იქნება და ეს მათ ესმით. 


ასე გვეგონა ბევრს, რომ რუსეთი უკრაინაში მაინც არ შეიჭრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოასწავებდა, რომ ის ამას აპირებდა. ასევე გვეგონა, რომ ბიძინა მთლად ისე შორს არ წავიდოდა, რომ ნიკა გვარამია ციხეში ჩაესვა - მაინც, წამყვანი დამოუკიდებელი (გინდაც, ოპოზიციური ვუწოდოთ) სატელევიზიო არხის მფლობელის დაპატიმრება, როცა გუშინ შეიტანე ევროკავშირის წევრობის განაცხადი, მეტისმეტად ცუდად ჩანს. 


მაგრამ არა: „ნამეტანი“ არ არსებობს. სამწუხაროდ, შინაგანი შემაკავებლების იმედი გულუბრყვილოა. ბოროტებას მხოლოდ ძალა და სასჯელის რეალისტური პერსპექტივა აჩერებს,"- წერს გია ნოდია. 

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ