დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას" - რასა იუკნევიჩიენე 16.05.2022 14:16

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას, არამედ პუტინის სტილის გზას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად? ეს იმას ნიშნავს, რომ მას ასეთი ქმედებებით სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საბოტაჟი?“ - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ