დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თბილისის საკრებულოში რელიგიის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სამდღიანი ტრენინგები დაიწყო 16.05.2022 17:03

თბილისის მუნიციალიტეტის საკრებულოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო სამდღიანი ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე - სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

 

ტრენინგი 16-დან 18 მაისის ჩათვლით წარიმართება.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებს მიესალმნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ლაბუჩიძე. მათ აღნიშნეს რელიგიური ტოლერანტობის, ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის მნიშვნელობა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის და საზოგადოდ, დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

 

სააგენტოს ცნობით, საჯარო მოხელეებისთვის მიმდინარე ტრენინგის პირველი დღე დაეთმო შემდეგ ისეთ თემების, როგორიც არის საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა. ტრენინგის პირველ დღეს მომხსენებელი იყო რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. საქართველოში გავრცელებული რელიგიების შესახებ ისაუბრა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ, ხოლო სეკულარიზმსა და რელიგიურ ნეიტრალიტეტზე სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა და ამავე სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძე ისაუბრეს.

 

სააგენტოს განცხადებით, ტრენინგი ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მისი მიზანია საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში.

 

„2016 წელს, რელიგიის სააგენტომ კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გამოსცა პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეთათვის - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, რომლის მიზანიც არის სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ