დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან" - ვლადომერ პუტინი 16.05.2022 17:27

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნატო თავისი გეოპოლიტიკის ჩარჩოებიდან გამოდის, ცდილობს გავლენა იქონიოს საერთაშორისო პროცესებზე სხვა რეგიონებში, რაც რუსეთისგან ყურადღებას მოითხოვს. ამის შესახებ მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(CSTO) სამიტზე ისაუბრა.

 

„ამ დაუსრულებელი გაფართოების პოლიტიკის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოდის თავისი გეოგრაფიული დანიშნულების ჩარჩოებიდან, ევროატლანტიკის ჩარჩოებიდან, ცდილობს სულ უფრო აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო საკითხებში და კონტროლი დაამყაროს საერთაშორისო ვითარებაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

ცდილობს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე გავლენა არც თუ ისე საუკეთესო ფორმით იქონიოს. ეს ცალსახად საჭიროებს დამატებით ყურადღებას ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა პუტინმა.

 

პუტინის განცხადებით, ნატო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენება და ეს ძალიან აგრესიული ფორმით ხდება.

 

„რაც შეეხება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, დიახ, ეს პრობლემაა, რომელიც ჩემი შეხედულებით იქმნება ძალიან ხელოვნურად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. საერთოდ, ნატო გამოიყენება როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ერთ ქვეყნის მიერ - საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად“,- განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, ისედაც რთულ საერთაშორისო ვითარებას უსაფრთხოების მიმართულებით.

 

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, აქედან გამომდინარე, კრემლის ლიდერის განმარტებით, მათი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს.

 

„რაც შეეხება გაფართოებას, მათ შორის, ალიანსის ახალი წევრების ხარჯზე - ფინეთისა და შვედეთის, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს და ამიტომ ამ კონტექსტში, უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება. მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება.

 

საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ