დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ" - ირაკლი ლექვინაძე 16.05.2022 18:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ  ეკონომიკურ საბჭოს  საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კონკურენციის ეროვნულ სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და  ფინანსთა სამინისტროები,  სექტორის წარმომადგენლებთან ერთად,  ერთობლივად იმუშავებენ.

 

როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ  განაცხადა, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ,  საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ.

 

„საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე  მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან  საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე,  30-60 თეთრი დაფიქსირდა.

 

მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში  უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და  საბაზრო წილი გაეზარდათ," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.  

 

მისივე განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის  პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში  5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაიქსირდა  4-10 თეთრიანი კლება.

 

საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში  69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ