დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება"- ზელენსკი 17.05.2022 03:16

გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება.

 

 

„არ იყო მარტივი დღე. თუმცა ეს დღეს, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია იმისკენ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ სიტუაციას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაერო-ს დახმარებით, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება.

მათ შორის არიან დაჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მინდა, ხაზი გავუსვა: უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. ეს ჩვენი პრინციპია. ვფიქრობ, ამ სიტყვებს ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრაინელი სამხედროების და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობას და დროს საჭიროებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ