რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი საფრანგეთის დიპლომატიური მისიების 34 თანამშრომელს აძევებ
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლების „პროვოკაციული და გაუმართლებელი“ ქმედების საპასუხოდ მიიღეს, რომელმაც რუსეთის დიპლომატიური დაწესებულებების 41 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის ელჩი, პიერ ლევი უწყებაში დაიბარეს და მკაცრი პროტესტი გამოხატეს „საფრანგეთის ხელისუფლების პროვოკაციული და გაუმართლებელი გადაწყვეტილების“ გამო.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობებს და კონსტრუქციულ ორმხრივ თანამშრომლობას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ფრანგმა დიპლომატებმა რუსეთის ტერიტორია ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ამასთან, დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთი 24 იტალიელ დიპლომატს გააძევებს.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ელჩი რუსეთში ჯორჯო სტარაჩე საგარეო უწყებაში დაიბარეს იტალიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების გამო დაგეგმილი საპასუხო ზომების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge