დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"თუ შეუძლიათ გვითხრან, მსგავსი დანაშაულებისთვის მათი ქვეყნების კანონმდებლობა რას გულისხმობს?" 18.05.2022 16:39

ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი, დავიდ კრამერი ზიგმანტას პავლინიუსი, იან კელი და ასე შემდეგ, ეს გახლავთ არასრული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც საქართველოს ბედი და მასთან კეთილგონივრული ურთიერთობა კი არ ანაღვლებთ, არამედ ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ბედი და მომავალი,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

მისივე თქმით, ამ ადამიანებს, რომ ჰკითხო დემოკრატის საფრთხის გამო, აღშფოთებულ-შეშფოთებულები თავს სწირავენ, განსაკუთრებით თუ ამ საფრთხეს სხვაგან ხედავენ, თავის ქვეყნებში კი...

 

"აბა, თუ შეუძლიათ უბრალოდ გვითხრან, მსგავსი დანაშაულებისთვის მათი ქვეყნების კანონმდებლობა რას გულისხმობს, ზოგადად მათთან სამართალი როგორ იქცევა?! ულტიმატუმად არ მიიღოთ, მაგრამ ან ეს განმარტება უნდა გააკეთონ ან უბრალოდ ამ არასრულ სიას მიხეილ და რაისა (მერე რა, რომ მკვდარია) გორბაჩოვებიც უნდა დაემატონ. სწორედ ის გორბაჩოვი 9 აპრილს, რომ თბილისში სისხლიანი კალო მოაწყო, დასავლეთმა კი ლამის დემოკრატისა და პლურალიზმის მეფედ აღიარა, და დასავლეთის წამყვანი ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდიდან, რომ არ იხსნებოდა მის ტყლიპიანი თავ-სახე. ასეა, ძვირფასო ნაც-ლობისტო ქალბატონებო და ბატონებო, პირველი შემთხვევა არაა, ვისაც ჩვენ სრულიად სამართლიანად ჯალათებად და დამნაშავეებად ვაღიარებთ,  თქვენ დემოკრატებად და რეფორმატორებად მიიჩნევთ, მაგრამ  ჩვენ თქვენგან განსხვავებით, არა პირადი გამორჩენით, არამედ  დემოკრატიის პრინციპებიდან და ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე სწორედ რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანების თანასწორობისაკენ მივისწრაფვით,"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ