რუსულ ტელეარხებზე სრული პანიკაა უკრაინაში მეორე ფაზის კრახის გამო. უკვე იციან, რომ დააჯდათ სიკვდილის ბუზი, - ამის შესახებ “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია წერს.
მისივე თქმით, რუსეთის პირველ არხზე მოწვეულმა რუსმა პოლკოვნიკმა აღიარა, რომ დღეისთვის უკრაინელები უფრო ძლიერები არიან.
"ვარაუდობენ, რომ ხარკოვთან, იზიუმის მიმართულებით, რუსული პლაცდარმი მალე დაეცემა და დონეცკის რუსული დაჯგუფება ხაფანგში მოექცევა. ამის გამო უკვე გაიჟღერა შოიგუს დასჯის მოთხოვნამ. ნეტავ ყველა რუსი გენერალი დასაჯონ, რა გვაქვს საწინააღმდეგო.
- რუსეთის პირველ არხზე მოწვეულმა რუსმა პოლკოვნიკმა აღიარა, რომ დღეისთვის უკრაინელები უფრო ძლიერები არიან, მათ უკეთესი შეიარაღება გააჩნიათ და ძალუძთ მილიონიანი ჯარის მობილიზება. "უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ საკუთარი ქვეყნისთვის". წამყვანს არ მოეწონა, მაგრამ ეგ ჩვენი სადარდებელი არ არის.
- დღეს უკვე ისტორიკოსები ღიად საუბრობენ, რომ მცნება "კიევის რუსეთი" გაჩნდა მე-19 საუკუნის 50-იან წლებში. ანუ სახელმწიფოს სახელწოდებით "კიევის რუსეთი" არასოდეს უარსებია. უფრო მეტიც: თავად ტერმინი "რუსეთი", ანუ "როსსია" წყაროებში პირველად ჩნდება მხოლოდ 1723 წელს. ვენდობი ევგენი პონასენკოვს, თქვენც გირჩევთ ამ მაგარი რუსი ისტორიკოსის სატელევიზიო დიალოგების მოძიებას," - წერს ოთარ ფანცულაია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge