" ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ იმან, მეც თავზარი დამცა. მერე გამახსენდა როგორ მივიღეთ ჩვენ, პურის რიგებში დგომისგან გაბოროტებულებმა ეს ნატანჯი ხალხი და ისე შემრცხვა - უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა, ან სულაც შეურაცხყოფა და სტიგმატიზაცია"- წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.
"5-6 კვირის წინ შეგვეხმიანა უკრაინული არხი და გვთხოვა დავხმარებოდით მასალით რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საქართველოში (ბუჩას კონტექსტში სჭირდებოდათ, რომ რუსეთის ხელწერა არ იცვლება).
დავიწყეთ მოძიება - ზედაპირულად ბევრი რამ ვიცოდით მაგრამ მოგროვება, გადამოწმება და მოწესრიგება ხომ უნდოდა.
მას მერე ვარ შოკში.
მე ვარ პოლიტიკით დაინტერესებული და პოლიტიკურ მოვლენებზე უკიდურესად ინფორმირებული ადამიანი - ბევრი საშინელება ვიცოდი, მაგრამ რაც მოვაგროვეთ იმან, მეც თავზარი დამცა.
მერე გამახსენდა როგორ მივიღეთ ჩვენ, პურის რიგებში დგომისგან გაბოროტებულებმა ეს ნატანჯი ხალხი და ისე შემრცხვა - უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა, ან სულაც შეურაცხყოფა და სტიგმატიზაცია.
ჩვენ ეს სირცხვილიც უნდა ჩამოვირეცხოთ",- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი
ავტორ(ებ)ი :