ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.
სამშობლოში დავბრუნდი… პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან, – განაცხადა ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ ტელეკომპანია "პირველთან" საუბარში.
ლევან მამალაძის საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც იგი პარლამენტის მიერ მიღებული "ამნისტიის კანონის" შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდა.
"მე დავბრუნდი სამშობლოში, 19 წელია, ეს გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა. ამნისტიის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, "ქართულ ოცნებას" არ მიუღია... ჩამოვედი, რომ ჩემი ახლობლები ვნახო, საქართველოში 81 წლის დედა მყავს.
პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ, მე დიდი ხანი ვიყავი პოლიტიკაში, მეკავა მაღალი თანამდებობები, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან", - განუცხადა "ტვ პირველს" ლევან მამალაძემ.
ავტორ(ებ)ი :