დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა 18.05.2022 23:16

კიევში შეერთებული შტატების საელჩომ განაახლა სრულფასოვანი მუშაობა. 

 

ოთხშაბათს საელჩოს ტერიტორიაზე აშშ-ის დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.


"ეს დღეც დადგა. დღეს ჩვენ ოფიციალურად განვაახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში", - დაწერა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა "ტვიტერში".


სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ "დამატებითი ზომები იქნა მიღებული ჩვენი კოლეგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც კიევში ბრუნდებიან".


"ჩვენ ამაყად ვდგავართ უკრაინის მთავრობისა და ხალხის გვერდით, როცა ისინი გაბედულად იცავენ თავიანთ ქვეყანას პუტინის სასტიკი შემოჭრისგან. სლავა უკრაინა!", - დასძინა ენტონი ბლინკენმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ