დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ისევ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რაშია საქმე? უკვე 10 არჩევნები, რომ მოიგეს იმიტომ?" 20.05.2022 13:01

ისე, გირჩმაც ხომ გირჩიათ, ხვიჩიამ, მძიმე დღეები, ძალიან მძიმე დღეები აქვთ ოპოზიციას, გრანტიჭამია არასამთავროებსა და და მათ ტელევიზიებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

მისივე თქმით, ვინ იცის რამდენი, გულში აგინებს, ამერიკელებს და იმ დროს მისტირის მოსკოვში რომ დარბოდნენ საბჭოთა პერიოდში, საქმეების ჩასაწყობად, აფსუს რა დრო იყოო, რამდენი ოპოზიციონერი ფიქრობს ალბათ.

 

აქეთ სააკაშვილს არ კლავს (რასაც ასე ნატრულობს ოპოზიცია!) ხელისუფლება, უფრო მეტიც სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს, მერე ისევ საპატიმროში შეაბრუნებს სასჯელის მოსახდელად. იქეთ „ღვინოში ჩაფსმის“ მსურველი ნიკა გვარამია დააპატიმრეს, რის გამოც აქციაც მოაწყვეს, სადაც მგონი საკუთარი ოჯახის წევრებიც არ შეუერთდნენ. სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის გადადებამ, ცოტა კი გაახარა, მაგრამ შემდგარმა შეხვედრამ სადაც ზემოთ აღნიშნული კრიმინალები არც უხსენებიათ, ცელი გამოუსვათ. ზოგადად,  ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან უშლით ნერვებს, ზელენსკიზე თქვენ ილოცეთ, თან რამდენიც გინდათო, მე კი საქართველოს განვითარება გაერთიანებაზე ვილოცებო, საერთოდ გააგიჟა მავნებლები. მანამდე კი, იგივე პრემიერის სიტყვებმა, ევროპარლამენტარები კი არიან ჩემი უფროსები არამედ, ქართველი ხალხიო, არამარტო შინაურ მავნებლებს არამედ უცხოელ ნაც-ლობისტებს დააკარგვინა სახე და აზროვნების უნარი. 

 

გაუგიათ, "მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსაო!” და  ოპოზიციას, გრანტიჭამია არასამთავროებსა და და მათ ტელევიზიებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრა ღვთის (ის კი არ იციან უღმერთოებს, რომ ღმერთი არ სწყალობს!) საჩუქრად მიიჩნიეს და მივარდნენ, შეხვდნენ, იტირეს, მოუყვნენ, იჩივლეს,სთხოვეს, და ...ახლა კი გიჟებით სხვადასხვა ე.წ. კრიტიკულ ტელევიზიებში დარბიან, ერთმანეთს ენაცვლებიან, ერთმანეთს არ აცლიან, ჰყვებიან როგორ გალანძღეს საქართველო და რა არ  უთხრეს ძვირფას სტუმარს (იმან რა უთხრა იმას არ იძახიან!) ვიშვიშებენ და ქოთქოთი გაქვთ. 

 

შედეგი? დაბოლებული ტელემაყურებელი? გაფარჩაკებული ოპოზიცია? თუმცა, ერთი შედეგი მაინც აქვთ მტკიცებულებად დარჩენილი სამახსოვრო სურათები, მერე შვილიშვილებს მოუყვნენ, ახლა იმ კითხვაზე შენ რა ქენიო, ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, პასუხი ნაღდად ეს ექნებათ   „მე, მე დამხვრიტესო“. 

 

ვინ იცის რამდენი, გულში აგინებს, ამერიკელებს და იმ დროს მისტირის მოსკოვში რომ დარბოდნენ საბჭოთა პერიოდში, საქმეების ჩასაწყობად, აფსუს რა დრო იყოო, რამდენი ოპოზიციონერი ფიქრობს ალბათ. აბა, ეს ამერიკელები უცნაური ხალხია ჩავლენ ესენი, ან ჩამოვლენ ისინი და რა, მხოლოდ განცხადებები და სიტყვები. ნული ავტორიტეტის მქონე უცხოელი ლობისტების ნათქვამს,  მგონი თვითონაც აღარ უსმენენ. 

 

ამასობაში ისევ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რაშია საქმე? უკვე 10 არჩევნები, რომ მოიგეს იმიტომ? თუ გონივრული და პრაგმატულ პოლიტიკას, რომ მისდევენ ამის გამო? თუ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომ  აქვთ მაგიტომ?  თუ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რეალურად ევროატლანტიკური მისწრაფება, რომ გააჩნიათ? მოკლედ საშველი არ არის? 

 

მგონი არის, აი გაკოტრების შემთხვევაში თვითლიკვიდაციას, ხომ მიმართავენ, არა? ისე,  გირჩმაც, ხომ გირჩიათ, ხვიჩიამ (მგონი რითმაც გამოვიდა!)! ოღონდ მარტო, ნაცები კი არ უნდა დაიშალონ, 2 % იანებიც, რომლებიც არანაკლებ სამარცხვინოდ თუ სასაცილოდ გამოიყურებიან,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ