დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ირაკლი კობახიძე სჯულის დამცველია და მსახური, როგორც ამ ქვეყნის უპირველესი და მთავარი მერჩულე" 20.05.2022 14:00

რაშია ირაკლი კობახიძის ძალა, რაც უკუღმართებს სურთ, რომ პირიქით - სისუსტედ დაგვანახონ? ეს ძალა სიმართლესა და სამართლიანობაშია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ზარდიაშვილი წერს.

 

მისივე თქმით, სჯულის მტრებსა და ბოროტმოქმედებს დიახაც, უნდა ეშინოდეთ "ავი მუსაიფისა".

 

"გუშინ ვუსმინე მის ინტერვიუს საზოგადოებრივ არხზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: იგი სამართალს და სამართლიანობას, ე.ი. რასაც ადრე - სჯული ერქვა, იცავს და იცავს ისეთი ბასრი და მრისხანე იარაღით - როგორიც სიმართლეა! ირაკლი სჯულის დამცველია და მსახური, როგორც ამ ქვეყნის უპირველესი და მთავარი მერჩულე (სჯულის მიმდევრობას, როგორც ხელობას ადრე მერჩულეობა, ე.ი. მესჯულეობა ეწოდებოდა) სიმართლით იცავს და ემსახურება და რა უყოთ, რომ ეს სიმართლე ზოგისათვის ისეთივე "ავი მუსაიფია", როგორც თავის დროზე დიდი ერეკლეს  მახვილი იყო?! 


სჯულის მტრებსა და ბოროტმოქმედებს დიახაც, უნდა ეშინოდეთ "ავი მუსაიფისა". ხოლო მათ, "მცირედ მორწმუნეთ", ვისაც არ უხდება და თურმე ხასიათს უფუჭებს ირაკლის "ავი მუსაიფი", სხვას ვერაფერს ვურჩევ ტრადიციული წამლობის გარდა: ცივი წყალი მიირთვით!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე,  ირაკლი კობახიძეს ინტერვიუ ჰქონდა. მისი მთავარი გზავნილები შემდეგი იყო:

 

- ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე ოპოზიციის რეაქცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რამდენად არაჯანსაღია მათი დამოკიდებულება ნებისმიერი ასეთი მოვლენის მიმართ. 

- "საზოგადოებას მუდმივად ესმის პოლიტიკური კამპანია სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, თუმცა ეს არასდროს არის გამყარებული არგუმენტით, იყენებენ პროპაგანდის საბჭოურ მეთოდებს. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის მოსამართლეების შერჩევის ამაზე უფრო გამჭვირვალე და რთული პროცედურა."

- "როდესაც დამნაშავეზე გეუბნებიან, რომ არ უნდა დაისაჯოს, ჩვენ ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ არ ვიმსახურებთ სამართლის უზენაესობას, თუ მარტო განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა სამართლის და კანონის უზენაესობა?"

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ