დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს, რომელსაც 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს 20.05.2022 16:33

რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის სკოლა დაბომბეს. 

 

ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერხი გაიდაი ინფორმაციას “ტელეგრამში” ავრცელებს.

 

სკოლას 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, მათ შორის უმეტესობა ბავშვები არიან.

 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი.

 

 

“დილით ორკებმა არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს სევეროდონეცკის სკოლას, სადაც ადამიანები იმალებოდნენ. 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მისივე თქმით დაღუპულებს შორის ბავშვები არ არიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ