დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საკრებულოში „სასკოლო ლიგა 2022“-ის პრეზენტაცია და მინი ფეხბურთის ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა 20.05.2022 20:04

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სააფთიაქო ქსელის პსპ’’ მხარდაჭერით და ()იპსპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში ,,სასკოლო ლიგა 2022’’-ის პრეზენტაცია და მინი ფეხბურთის ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.


მოწვეულ სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.


გიორგი ტყემალაძემ პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.


,,პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, სკოლებში ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების ჩართვაა. სასკოლო ლიგის შექმნის ინიციატივა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, პროექტს მომავალში დიდი პერსპექტივა აქვს’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და დედაქალაქის მერიას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



როგორც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, სასკოლო ლიგა წელს სპორტის სამ სახეობაში - მინი ფეხბურთში, ხელბურთსა და პნევმატური იარაღით სროლაში იმართება და მასში თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის 150-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.


ეს პროექტი 2019 წელს თბილისის საკრებულოს ინიციატივით დაიწყო. ნაკრები გუნდი როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე არის წარმოდგენილი და მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს წინ კიდევ მრავალი წარმატება აქვთ. სასკოლო ლიგას გარდა მინი ფეხბურთისა, სპორტის სხვა სახეობები-ხელბურთი და პნევმატური იარაღით სროლა დაემატა’’,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ