დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კობა კობალაძე ნოდარ რეხვიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა 20.05.2022 21:41

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნოდარ რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა.

 

ნოდარ (ავთანდილ) რეხვიაშვილი გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, სპორტის ოსტატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში.

 

სპორტითა და ფერწერით ბავშვობიდან იყო გატაცებული. პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. აფხაზეთის ომის შემდეგ, ძალოვან უწყებაში თითქმის 20 წელი მუშაობდა. 4 წელია, რაც ფერწერით აქტიურად დაკავდა და ამ ხნის განმავლობაში, 200-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა.

 

ნოდარ რეხვიაშვილის შემოქმედებაში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მისი მშობლიური რაჭის, კერძოდ კი  - სოფელ ჭიორას პეიზაჟებს, საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ეკლესია-მონასტრებს.

წელს, მისი მესამე პერსონალური გამოფენაა, რომელიც 21 მაისამდე გასტანს.

 

წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ ნოდარს შემოქმედებით საქმიანობაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ