დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რუსეთი ფინეთს ხვალიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს 20.05.2022 21:49

ფინეთმა რუსული კომპანია "გაზპრომისგან" მიიღო შეტყობინება, რომ რუბლებით საფასურის გადახდაზე უარის თქმის გამო, 21 მაისიდან გაზის მიწოდება შეუწყდება.


როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-მა განაცხადა. Gasum-ი რუსეთის მოთხოვნაზე რუსული გაზის საფასური რუბლებით გადაეხდა, უარი განაცხადა. ფინეთს გაზი 21 მაისის 7 საათიდან შეუწყდება.


Gasum გაზმომარაგებას გაზსადენ Baltic connector-ის მეშვეობით სხვა წყაროებიდან შეძლებს. აღნიშნული გაზსადენი ფინეთს ესტონეთთან აკავშირებს.


გაზსადენი გადის ესტონეთის საპორტო ქალაქ პალდისკიდან ინკოოს მუნიციპალიტეტისკენ ფინეთის სამხრეთ სანაპიროზე და ქვეყანას აკავშირებს ლატვიის ბუნებრივი გაზის საცავებთან.


17 მაისს Gasum-მა გადაწყვიტა რუსულ კომპანია "გაზპრომ ექსორტს" სასამართლოში უჩივლოს გაზის საფასურის რუბლებით გადახდის მოთხოვნისთვის.


მანამდე "გაზპრომს" გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე უარი თქვეს პოლონეთმა და ბულგარეთმაც.


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ