დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

არც ოქრო, არც ფარშევანგი და ნიანგი არ ყოფილა ჩემს საქმეში - რას აცხადებს ლევან მამალაძე 20.05.2022 20:03

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, "სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის" ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე, 19 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ექსკლუზიურად, რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში, გადაცემაში "დროული დიალოგი" ეკა სეხნიაშილთან ერთად,ისაუბრა.

 

"რეჟიმი შეიცვალა, ძალადობრივი მომენტები ჩამოშორდა და ველოდებოდი, რომ დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ 2012 წელს, ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ ამომიღო პოლიტიკურად დევნილთა ამნისტიის სიიდან. "ქართული ოცნებაში" ისეთი ხალხი შევიდა, რომელიც სააკაშვილის გამოზრდილები იყვნენ და ჩემს მიმართ ის განცდა ჰქონდათ, რასაც მაშინდელი რეჟიმი ნერგავდა. კლასიკური მაგალითი პოლიტიკური დევნისა, რომელიც არსებობს მსოფკიოში, იყო ჩემი საქმე, ვინც იცნობს დამეთანხმება.

 

1997 წლიდან, ვავსებდი ქონებრივ დეკლარაციას და ის მითები, რასაც მაბრალებდნენ, იყო მხოლოდ პიარი. არანაირი დარღვევა მე არ ჩამიდენია. არანაირი ქრთამი, არავითარი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. ასეთი რამ, ჩემს საქმეში არ არსებობს. არც ოქრო, არც ფარშევანგები და ნიანგები, რაც ხალხს თავში ჩაუდეს, არ ფიგურირებს ჩემს საქმეში. ჩემი საქმე არის ქონებრივი დეკლარაცია. როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაშ და დაიწყო ჩემი დევნა, გამოაცხადეს ჩემი ქონება: მანქანა, ბინა და ვიზა ბარათი, უკანონოდ. ამის გამო ვიდევნებოდი ამდენინ წელი. სულ ველოდებოდი ამ პერიოდში ხან პრეზიდენტის შეწყალებას, ხან ამნისტიას, მაგრამ არა, ხელისშემშლელი იყო პოლიტიკური კონიუნქტურა...

 

მკვლელზე უფრო ადვილად გადაწყვიტავდნენ, ვიდრე ჩემზე. ჩემ საქმეს არავინ კიდებდა ხელს, რადგან ეს იყო წამგებიანი. სად გადის სიმართლის ზღვარი? სამართლებრივი ნაწილი არავის აინტერესებს, ყველას აინტერესებს პიარი, რომელიც რაც უფრო ყურისმომჭრელი იქნებოდა, უფრო მომგებიანი იყო", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

gtradio.ge

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ