დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა 21.05.2022 21:04

მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომლითაც კრიტიკულ მედიებს მიმართავს და წერს, რომ "საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა".

ნიკა გვარამია ამავე წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი გადასარჩენია. 

"ვხვდები, რომ არაფერია უფრო კონსოლიდირებული ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვაში, არაფერია უფრო გამბედავი რუსეთთან და მის ადგილობრივ დამქაშებთან ბრძოლაში, არაფერია უფრო კომპეტენტური და პროფესიისთვის თავდადებული ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ვიდრე ქართული კრიტიკული მედია. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და უღრმესი სიყვარული. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა. უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიშაზე ეს არ ვრცელდება - მიშას კლავენ პირდაპირი მნიშვნელობით და იგი გადასარჩენია. ის თუ ვერ გადავარჩინეთ, ვეღარაფერი ჩამოგვრეცხავს ისტორიულ სირცხვილს და ვეღარაფერი ვერ გაგვაძლიერებს", - წერს ნიკა გვარამია.

ავტორ(ებ)ი : თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ