დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

სევეროდონეცკის გარეუბანში რუსი დამპყრობლები ტანკებიდან ესვრიან მაღალსართულიან შენობებს - გაიდაი

სევეროდონეცკის გარეუბანში რუსი დამპყრობლები ტანკებიდან ესვრიან მაღალსართულიან შენობებს. ოკუპანტი ცდილობს გაარღვიოს თავდაცვა და დაიპყროს ლუგანსკის ოლქი, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

გაიდაის თქმით, რუსები ლუგანსკის ოლქში, თავს ესხმიან  უკრაინული ჯარების პოზიციებს, თავდაცვითი ძალების გარღვევას ცდილობენ.

„რუსები რეგიონულ ცენტრს ანადგურებენ, დაბომბვა შეუჩერებლად მიმდინარეობს, სევეროდონეცკის აღება რომ შეძლონ, ამის შემდეგ ორკები უფრო შორს წავლენ, ლუგანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის ოლქში გადავლენ.

რუსები, ანადგურებენ ქალაქებს და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ