დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი 28.05.2022 16:19

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი.

 

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.

 შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ