დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

უკრაინელ გამნაღმელ ცუგას კანის ფესტივალზე ჯილდო გადასცეს 28.05.2022 20:45

ცნობილ უკრაინელ გამნაღმელ ძაღლს „პატრონს“ კანის კინოფესტივალზე ფილმში მონაწილე საუკეთესო ძაღლის  ჯილდო გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ვებგვერდი ავრცელებს.

„კანში ძაღლებისთვის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მივიღე - Palm Dog Humanitarian! სხვა ცხოვრებისეულ პირობებში ბედნიერი ვიქნებოდი და კუდს ვატრიალებდი. მაგრამ რეალობა იგივე არ არის. დაჯილდოების დროს მიხაილის გამოსვლა (ეს ჩემი კაცია და კოლეგა) ამოჭრეს. მან სთხოვა აღფრთოვანებულიყავით ჩემი გამბედაობით და მეტი იარაღი მიგეცათ უკრაინისთვის. რაც მეტი იარაღი იქნება ახლა, მით ნაკლები დრო ექნება მტერს ჩვენი ტერიტორიების დანაღმისთვის. მადლობელი ვარ, რომ ტაში დამიკრეს. ასევე ტაშს დავუკრავ, როცა მივიღებ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო: უკრაინის გამარჯვების ამბავს“, - ნათქვამია პატრონის ინსტაგრამის გვერდზე.

 

პატრონისთვის განკუთვნილი ჯილდო კანის კინოფესტივალზე უკრაინის დელეგაციამ ჩაიბარა, რადგან თავად ძაღლი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო.

როგორც კანში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, პატრონი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, რადგან უკრაინა მის სამსახურს საჭიროებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ