დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

,,უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებები შეჩერებულია'' - პოდოლიაკი 04.06.2022 17:12

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის საკითხის სამხედრო გადაწყვეტაზე დებს ფსონს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„დღეს მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან რუსეთი კვლავ საკითხის სამხედრო გადაწყვეტაზე დებს ფსონს. მათ დიდი რაოდენობით რესურსი, რეზერვი, ცოცხალი ძალა აქვთ კონცენტრირებული. მათ სურთ მიიღონ გარკვეული სიტუაციური გამარჯვებები, ანუ აიღონ ჩვენი ტერიტორიის რამდენიმე კილომეტრი და ამის შემდეგ მოითხოვონ მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან“, - აღნიშნა მან.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინულ მხარეს ესმის რუსების ტაქტიკა და ვიდრე ისინი სრულად არ მიიღებენ იარაღს და შეძლებისდაგვარად არ მიიყვანენ რუსულ ჯარებს უკრაინის საზღვრამდე, აზრი არ აქვს რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ