დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

უკრაინის ტერიტორიის სრულ განაღმვას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება - დენის მონასტირსკი 04.06.2022 21:01

უკრაინის ტერიტორიის სრულ განაღმვას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად აუფეთქებელი ჭურვებით დანაღმული და დაბინძურებულია უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 300 ათასი კვადრატული კილომეტრი - რაც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს შეადგენს. მინისტრის განმარტებით, ომის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა უკვე თითქმის 130 ათასი საბრძოლო მასალა გააუვნებელყვეს, მათ შორის თითქმის 2000 ავიაბომბი. ახლა გასუფთავებული ტერიტორიის ფართობი თითქმის 30 ათას კვადრატული კილომეტრს შეადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ