დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის სიყვარულის ისტორია საქართველოში დაიწყო?! 04.06.2022 23:13

ინგლისის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი ავტობიოგრაფიულ წიგნში („ჩემი მხრიდან“) საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინა დღეს საინტერესოდ იხსენებს.

აი, რას წერს დევიდი წიგნის მეხუთე თავში:

„ჩემმა მეუღლემ საფეხბურთო სტიკერების ალბომში აღმომაჩინა, მე ის ტელევიზორში ვნახე…

სასტუმრო, სადაც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო საქართველოში. შიდა აინვები ერთგვარ წრეს ქმნიდა და ფოიეს, ბარებსა და რესტორნებს გადაჰყურებდა.

ოთახიდან გამოსული მოპირდაპირე ოთახის კარს ხედავდი. ყველაფერი ლითონისა და მინისგან იყო დამზადებული. ჩემი ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული მაგისტრალი ჩანდა, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნებოდა. ეს ნამდვილად არ იყო პეიზაჟი, რომელიც საღამოს გარეთ გასვლას მოგანდომებდა.

მოკლედ, ვსხედვართ მე და გარი ნევილი ოთახში და ვლაპარაკობთ. კუთხეში მუსიკალურ არხზე ჩართული ტელევიზორია მიდგმული. Spice Girls-ის ახალი კლიპი იწყება, Say You’ll be there. ისინი უდაბნოში ცეკვავენ, პოშს (ვიქტორია ადამსი) შავი კატის კოსტუმი აცვია, ვუყურებ და ვხვდები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალისთვის თვალი აქამდე არასოდეს მომიკრავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ