სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორ "კრესტებიდან" გაქრა მღვდელი იოანე კურმოიაროვი, რომელიც 7 ივნისს დააპატიმრეს რუსეთის არმიაზე გავრცელებული "ფეიკების" გამო.
სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორ "კრესტებიდან" გაქრა მღვდელი იოანე კურმოიაროვი, რომელიც 7 ივნისს დააპატიმრეს რუსეთის არმიაზე გავრცელებული "ფეიკების" გამო.
ადვოკატის თქმით, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესახვედრად მივიდა, თუმცა საპატიმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კურმოიაროვი "კრესტებში"არ იმყოფებო და ადვოკატს დროებითი მოთავსების იზოლატორში წასვლა ურჩიეს. მაგრამ კურმოიაროვი არც იქ აღმოჩნდა. ადვოკატი შიშობს, რომ მღვდელზე შეიძლება ზეწოლად მოეხდინათ ან ეძალადათ.
იერომონახი იოანე კურმოიაროვი მსახურობდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, იყო ნოვოსიბირსკის ეპარქიის მღვდელი. 2020 წელს, თავის სოციალურ ქსელებში, მან გააკრიტიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ააშენა. ამის შემდეგ ეკლესიამ მას მსახურება აუკრძალა.
2022 წლის აპრილში მას საეკლესიო ღირსება ჩამოართვეს. მოსკოვის ეპარქიამ მიიჩნია, რომ იგი "თხზავდა არასანდო ინფორმაციას " რუსეთის არმიის შესახებ.
პეტერბურგის სასამართლომ ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილ მღვდელ იოანე კურმოიაროვს, რომელიც ბრალდებულია რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელების მუხლით. მუხლი სასჯელის ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოცემა "სიბირ.რეალიის" თანახმად, ყოფილი სასულიერო პირის წინააღმდეგ საქმე აღიძრა "იუტუბის" არხით 2022 წლის 22 მარტს გავრცელებული ვიდეოს გამო სახელწოდებით, "ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში, ვინ - სამოთხეში?" მასში კურმოიაროვი რუსეთის არმიას უწოდებს აგრესორს, რომელიც "თავს დაესხა და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას მეზობელ ქვეყანაში".
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge